პოლიტიკა ციტატა

მუქარის ტონით ესაუბრონ იმ ქვეყნის წარმომადგენლებს, სადაც ეს ყველაფერი გასვლიათ | გორდულაძე გერმანიის ელჩს

3 ოქტომბერი, 2026 - 15:55

ყველა ელჩს, მოქმედი იქნება თუ ყოფილი, მოვუწოდებდი, რომ მუქარის ტონით ესაუბრონ იმ ქვეყნის წარმომადგენლებს, სადაც ეს ყველაფერი გასვლიათ და საქართველოში, კეთილი ინებონ, და დარჩნენ ვენის კონვენციის ჩარჩოებში, რომელიც პირდაპირ ელჩს უკრძალავს მუქარის ტონის და სიტყვების შემცველ საუბარს | ამბობს ოცნების დეპუტატი გორდულაძე საქართველოში მოქმედი ოთხი გერმანული ფონდის დახურვაზე საქართველოში გერმანიის ელჩის ბარბარა ფოსის განცხადებაზე.

გერმანიის ელჩის, ბარბარა ფოსის განცხადებით, საქართველოში მოქმედი ოთხივე გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს“.

საქართველოში აქამდე 4 გერმანული ფონდი - კონრად ადენაუერის ფონდი, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი, ჰაინრიხ ბიოლის ფონდი და ფრიდრიხ ებერტის ფონდი ფუნქციონირებდა.

"ჩვენი ოთხივე პოლიტიკური ფონდი, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში უჭერდნენ მხარს საქართველოსა და მის ხალხს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, იძულებული გახდა, დროებით შეეჩერებინა საქმიანობა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო“ | განაცხადა გერმანიის ელჩმა გერმანიის ერთიანობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.