პოლიტიკა ციტატა

დღევანდელი დღე მიუთითებს, როგორი უნდა იყო დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც რეალური პარტიები, ოპოზიცია იღებს მონაწილეობას არჩევნებში | კირცხალია

3 ოქტომბერი, 2026 - 18:00

"დღევანდელი დღე მიუთითებს, როგორი უნდა იყო დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც რეალური პარტიები, ოპოზიცია იღებს მონაწილეობას არჩევნებში. ლუსტრაციაა იმის, რომ როდესაც დავალება არ და ვერ აქვთ თავიანთი რესურსის და ყველა ჩაფლავებული რევოლუციური სცენარის გამო, იმის გამო, რომ მათი სახე კარგად იცის საზოგადოებამ, ვხედავთ, რომ ყველაფერი მიმდინარეობს მშვიდად. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რეალურად სად დგანან ეს ძალები, რომლებიც თავის თავს პოლიტიკურ პარტიებს უწოდებენ. მათ ერთ ოლქში საერთოდ ვერ დააყენეს კანდიდატი და ერთადერთი ე.წ. პოლიტიკური პარტია, რომელმაც გადაწყვიტა, გადააწყვეტინეს ამ არჩევნებში მიეღო მონაწილეობა, არის „ლელო“. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „გახარია-საქართველოსთვის“, რომელიც გვახსოვს, რა სცენარით შემოვიდა პარლამენტში, საერთოდ ვერ იღებს არჩევნებში მონაწილეობას. დღევანელი დღე და მათი მონაწილეობა-არმონაწილეობა, გარემო, რომელშიც პროცესი მიმდინარეობს, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რა საჭიროება იყო ამ ე.წ. პარტიების საკონსტიტუციო სარჩელში შეტანისა. დარწმუნებული ვარ, დღეს ძალიან მაღალი სხვაობით მოიგებს „ქართული ოცნების“ თითოეული კანდიდატი“, – განაცხადა კირცხალიამ.