ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოს შუალედურ არჩევნებში "ოცნების" კანდიდატებმა გაიმარჯვეს
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოს შუალედურ არჩევნებში "ოცნების" კანდიდატებმა გაიმარჯვეს - ახმეტაში არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ერთი, ქართული ოცნების კანდიდატი იღებდა, დანარჩენი 3 მუნიციპალიტეტში კი ქართული ოცნებისა და ლელო - ძლიერი საქართველოს კანდიდატები მონაწილეობდნენ.
ახმეტის მუნიციპალიტეტში ოცნების წარმომადგენელმა ლევან ითურიძემ 115 ხმა მიიღო.
დმანისში ოცნების კანდიდატმა ირაკლი სასრევანიძემ ხმების 98.49% მიიღო, რაც 113 ხმაა; ლელო - ძლიერი საქართველოს კანდიდატმა კი ხმების 1,5% (2 ხმა);
წალკაში "ოცნების" კანდიდატმა ხმების 96.7%-ით (113 ხმა) გაიმარჯვა, ლელოს კანდიდატმა კი ხმების 1.5% (2 ხმა) მიიღო.
ვანში ოცნების წარმომადგენელმა ვაჟა ხელაძემ ხმების 87.1% (387 ხმა) მიიღო, ლელო - ძლიერი საქართველოს წარმომადგენელმა ბექა კოპალაძემ კი ხმების 12.83% (57 ხმა).