უკრაინამ ქალაქ ოლეშკის მცხოვრებლებს ოთხი ტონა საკვები დრონებით უკვე მეორედ მიაწოდეს
უკრაინამ ქალაქ ოლეშკის მცხოვრებლებს ოთხი ტონა საკვები დრონებით უკვე მეორედ მიაწოდეს | ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ სპეცოპერაცია გასულ ღამეს ჩატარდა. კრაინის ეროვნული გვარდიის მე-11 ბრიგადისა და ხერსონის 34-ე პოლკის გვარდიელებმა უპილოტო საფრენი აპარატების მეშვეობით ქალაქის მცხოვრებლებს დაახლოებით 400 პაკეტი გადასცეს, რომლებიც საკვებს, მედიკამენტებსა და საბავშვო ნაკრებებს შეიცავდა.