უცხოეთი

უკრაინა გააორმაგებს თავდასხმებს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე | ზელენსკი

4 ოქტომბერი, 2026 - 11:25

უკრაინა გააორმაგებს თავდასხმებს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, რაც იქნება პასუხი მოსკოვის ახალ საჰაერო იერიშებზე, რომელთა მიზანიც ხალხის იძულებაა, მიატოვონ კიევი და სხვა ქალაქები. თუმცა, უკრაინა სამიზნეში მშვიდობიან მოსახლეობას არ ამოიღებს, | აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის სადაზვერვო სამსახურებმა მოიპოვეს დოკუმენტები, რომელთა თანახმადაც პუტინმა, ზამთრის წინ, სამხედრო თავდასხმების „ახალი დოქტრინა“, გამოსცა რომელიც ითვალისწინებს უკრაინაში სამოქალაქო სამიზნეების ბევრად ფართო სპექტრზე თავდასხმებს.

"ჩვენ ვნახეთ დოკუმენტები და ვიცით, რომ მათ აქვთ ნებართვა, დაესხან თავს ინფრასტრუქტურას, ლოგისტიკას და განსაკუთრებით ქალაქებსა და სოფლებს - ყველგან, გზებს, სკოლებს, საავადმყოფოებს. მიზანია, აიძულონ ხალხი, დატოვონ დედაქალაქი და სხვა ქალაქები.“ | განაცხადა ზელენსკიმ Reuters-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.