მოსკოვი დაშინების მორიგ ტალღას მიმართავს, რათა ევროპას უკრაინის დახმარების შემცირება აიძულოს, თუმცა რუსები ამას ვერ მიაღწევენ... ეს მიანიშნებს იმაზე, რომ კრემლი აგებს ომს და თავშეკავებას კარგავს | ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა, კრისტიან ვიგანდმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
"მოსკოვი დაშინების მორიგ ტალღას მიმართავს, რათა ევროპას უკრაინის დახმარების შემცირება აიძულოს, თუმცა რუსები ამას ვერ მიაღწევენ... ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთი ასეთ მუქარას მიმართავს. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ კრემლი აგებს ომს და თავშეკავებას კარგავს. ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რუსეთის უპასუხისმგებლო და სახიფათო ქმედებების მხილებასა და მასზე ზეწოლის გაძლიერება" | განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა.
3 ოქტომბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მათ შორის დიპლომატიური მისიის თანამშრომლები გააფრთხილა, რომ არ დარჩნენ და არ იმოგზაურონ უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ კიევსა და სხვა ქალაქებში განხორციელებული დარტყმების გამო.