ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაიღუპა 102 წლის ქალი, დაშავდა ათასობით ადამიანი
ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაიღუპა 102 წლის ქალი, დაშავდა ათასობით ადამიანი | ინფორმაციას Deutsche Welle ხელისუფლების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ წყალდიდობამ დიდი ზიანი მიაყენა ქალაქ მადრიგერასს ესპანეთის კასტილია-ლა-მანჩას რეგიონში. მათივე ცნობით, რეგიონში წყალდიდობა პარასკევს მოსულმა ხანგრძლივმა კოკისპირულმა წვიმამ გამოიწვია. ესპანეთის ხელისუფლების განცხადებით, მადრიგერასში კვადრატულ მეტრზე დაახლოებით 140 ლიტრი ნალექი მოვიდა. ესპანეთის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ძლიერი წვიმები კვირასაც გაგრძელდება.
ესპანეთის პრემიერმინისტრმა პედრო სანჩესმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი მთავრობა თვალყურს ადევნებს სიტუაციას. მან ასევე სამძიმარი გამოუცხადა მადრიგერასში წყალდიდობისას დაღუპული ქალის ოჯახს.