გარდაბანის სოფელ ნაზარლოში მოკლული 35 წლის კაცი არაზ იუსუბოვია, ბრალდებული წარსულში ნასამართლევი პირია
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარლოში მოკლული 35 წლის კაცი არაზ იუსუბოვია. დანაშაული გასულ ღამეს მოხდა. ბრალდებული დაკავებულია. შსს-ს განცხადებით, ის წარსულში ნასამართლევი პირია
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას ახალგაზრდა მამაკაცს ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" | აცხადებს შსს