პოლიტიკა

ხშირად გვესმის, რომ საქართველოს თითქოს არჩევანის გაკეთება უწევს საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის. ეს ყალბი დილემაა | ჰერჩინსკი

6 ოქტომბერი, 2026 - 15:03

„ჩემი გულწრფელი მილოცვა მასწავლებლებს - თქვენი პროფესია უაღრესად მნიშვნელოვანია. მასწავლებლების მიმართ განსაკუთრებული პირადი დამოკიდებულება მაქვს, რადგან დედაჩემი და მამაჩემიმასწავლებლები იყვნენ. სანგუ აჩვენებს, რომ შესაძლებელია იყო ძალიან ტრადიციული, მაგრამ ამავდროულად იყო ღია, თანამედროვე და გქონდეს საერთაშორისო კავშირები.

ვფიქრობ, ეს თავად სანგუს მიღმაც მნიშვნელოვანი გზავნილია. ჩვენ ხშირად გვესმის, რომ საქართველოს თითქოს არჩევანის გაკეთება უწევს საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის. არ გიწევთ ასეთი არჩევანის გაკეთება. ეს ყალბი დილემაა. როგორც სანგუ-სთვის, ისევე მთლიანად საქართველოსთვის, შესაძლებელია იყო ტრადიციული და ღრმად ქრისტიანული, ამავე დროს კი ღია გარე სამყაროსთვის და მიიღო სარგებელი ევროინტეგრაციისგან“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ.

დიპლომატი 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტს, SANGU-ს ეწვია და შეხვედრა გამართა რექტორთან და სტუდენტებთან. მან მადლობა გადაუხადა სანგუ-ს პროფესორებს, რომლებმაც Erasmus+-ის ფარგლებში ევროპაში ისწავლეს, გაეცნო იტალიიდან ჩამოსულ Erasmus+-ის პროფესორს და დიპლომები გადასცა სანგუ-ს კურსდამთავრებულებს - მომავალ მასწავლებლებს.