პოლიტიკა

თუ პუტინისთვის სსრკ-ს დაშლა საუკუნის გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო, მას, სავარაუდოდ, მისი გამოსწორება სურს | ვადეფული

6 ოქტომბერი, 2026 - 11:23

რუსული იმპერიალიზმი ევროპისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს და ამის ეჭვქვეშ დაყენება უპასუხისმგებლობაა | განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში.

„ჩვენი კონტინენტის თავისუფლებას ყველაზე დიდი საფრთხე მოსკოვისგან ემუქრება. ევროპისთვის უდიდესი საფრთხე პუტინის აგრესიული იმპერიალიზმია“, | განაცხადა იოჰან ვადეფულმა

მან გაიხსენა პუტინის ცნობილი სიტყვები, სადაც მან საბჭოთა კავშირის დაშლას „საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა“ უწოდა

„თუ ეს უდიდესი კატასტროფა იყო, მაშინ მას, სავარაუდოდ, მისი გამოსწორება სურს. ეს ეხება უკრაინას, მაგრამ ასევე საქართველოს, მოლდოვას და ბალტიისპირეთს. ეს უკანასკნელნი ახლა ევროკავშირისა და ნატოს წევრები არიან და შესაბამისად, როგორც მოკავშირეებს, ჩვენც გვეხება" | აღმიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.