რუსეთში საბავშვო ბაღებში აღმზრდელებს აიძულეს ბავშვებთან ერთად პუტინის დაბადების დღე აღენიშნათ
რუსეთში ათობით საბავშვო ბაღში აღმზრდელებს აიძულეს ბავშვებთან ერთად პუტინის დაბადების დღე აღენიშნათ | ინფორმაციას ამის შესახებ Moscow Times ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მაგალითად სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს მასწავლებლებმა ჩაუტარეს გაკვეთილი "ვლადიმერ ვლადიმერის ძის მიღწევებზე, რუსეთის განვითარებაში მის როლსა და იმაზე, თუ როგორ ზრუნავს ის ჩვენს მომავალზე". ასტრახანის ოლქში კი ბავშვებს უამბეს "სახელმწიფოს მეთაურის ცხოვრებისეულ გზასა“ და თვისებებზე, რომლებსაც „უნდა ფლობდეს ისეთი დიდი ქვეყნის ლიდერი, როგორიც რუსეთია“