„იუმორით გავატარეთ ეს ყველაფერი, მაგრამ მთლად სახუმაროც არ არის ეს სანქცია... ფაქტობრივად, მე საქართველოში მოღვაწეობის უფლება წართმეული მაქვს. ვერცერთი ბანკი მე ვერ მომემსახურება.“ | პრორუსი მჟავანაძე
პრორუსი პროპაგანდისტი, ნიკოლოზ მჟავანაძე ბრიტანეთის მიერ მისთვის დაწესებულ სანქციებს გამოეხმაურა და „ქართული ოცნებაც“ გააკრიტიკა.
„ვიღაცებმა - თავიდან მეც, ცოტა ისე, იუმორით გავატარეთ ეს ყველაფერი. მაგრამ მთლად სახუმაროც არ არის მეგობრებო ეს სანქცია... ფაქტობრივად, მე საქართველოში მოღვაწეობის უფლება წართმეული მაქვს. ვერცერთი ბანკი მე ვერ მომემსახურება. ადამიანს, რომელსაც რაიმე სამსახური აქვს, ხელფასი უნდა აიღოს ან გარკვეული ჰონორარი უნდა აიღოს, ან ფული უნდა ჩაურიცხოს ვიღაცამ, ვერცერთი ბანკი ვერ მომემსახურება საქართველოში... ფაქტობრივად ეს არის ადამიანის განადგურება... ამ ხელისუფლებას მინდა მივმართო, ვისი ხელისუფლება ხართ თქვენ?.. მორჩით იმაზე ლაპარაკს, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებლები და გავლენებისგან გავთავისუფლდით... ეს არის პუბლიკაზე მუშაობა რა, ვითომ ამ ხალხს აბოლებთ თქვენ, რისი დამოუკიდებლები ხართ აზერბაიჯანთან ვერ დაგილაგებიათ გარეჯის საკითხი, თურქებთან ვერ დაგილაგებიათ ის პრობლემატური საკითხები, რუსებთან დიალოგი ვერ გაგიმართიათ ჩვენს ტერიტორიებთან დაკავშირებით, დასავლეთთან ხო დღე და ღამე კატა-თაგვობანას თამაშია, ამერიკელებთან სურათის გადაღება გიხარიათ, მთელი მსოფლიო, რომ ჩადის და თქვენც რომ იქნებით გგონიათ, რომ ეს ხალხი დებილია, დაბოლებულია თუ სულელია, ვერ ხვდება, რომ ეს არის პროტოკოლის ამბავია რომ რაღაცა წერილს თუ გამოუგზავნის ტრამპი მთელ მსოფლიოს ლიდერებს - თქვენც გამოგიგზავნით“ | თქვა პრორუსმა პროპაგანდისტმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც მისი თქმით, ბელარუსიდან ჩაწერა.