ეკონომიკა

8 თვეში საქართველოდან რუსეთში 34 898 ტონა ღვინო გავიდა | ქართული ღვინის ექსპორტის 67% რუსეთზე მოდის

11 ოქტომბერი, 2026 - 11:18
2026 წლის პირველ 8 თვეში საქართველოდან რუსეთში 34 898 ტონა ღვინო გავიდა - ექსპორტმა 102.2 მილიონი დოლარი შეადგინა | ინფორმაციას BMG საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ საქართველოს ღვინის ექსპორტის 67% რუსეთზე მოდის. წინა წლის ამავე პერიოდში, ღვინის ექსპორტი 163.6 მილიონ დოლარს შეადგენდა, რაც 52 419 ტონა იყო.
 
რუსეთმა ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტი დროებით აკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ფედერალური ზედამხედველობის სამსახურის წერილზე დაყრდნობით აქვეყნებს. დოკუმენტი 9 ოქტომბრითაა დათარიღებული და წერია, რომ „შემოღებულია დროებითი სანიტარული ღონისძიება რუსეთის ფედერაციაში საკვები პროდუქტების იმპორტისა და მიმოქცევის შეჩერების მიზნით