ეკონომიკა

სექტემბერში საქართველოში რუსული კაპიტალის მონაწილეობით 1 333 ბიზნეს სუბიექტი დარეგისტრირდა

12 ოქტომბერი, 2026 - 10:50

სექტემბერში საქართველოში რუსული კაპიტალის მონაწილეობით 1 333 ბიზნეს სუბიექტი დარეგისტრირდა - წლიურად ზრდა 75%-ია | ინფორმაციას საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით ბიზნესპრესნიუსი ავრცელებს.

2026 წლის სექტემბერში საქართველოში რუსული კაპიტალის მონაწილეობით რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 75%-ით გაიზარდა.

კერძოდ, მხოლოდ ერთ თვეში 1 333 ასეთი ბიზნეს სუბიექტი დარეგისტრირდა, მაშინ როდესაც 2025 წლის სექტემბერში მათი რაოდენობა 760 იყო.

რაც შეეხება 2026 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებს, საქართველოში რუსული კაპიტალის მონაწილეობით 7 025 ბიზნეს სუბიექტი დარეგისტრირდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 26%-ით აღემატება. 

2025 წლის პირველ ცხრა თვეში ასეთი ბიზნეს სუბიექტების რაოდენობა 5 580-ს შეადგენდა.

ზოგადად კი, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით 17 051 ბიზნეს სუბიექტი დარეგისტრირდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 2 170 ერთეულით, ანუ 15%-ით აღემატება.

2025 წლის პირველ ცხრა თვეში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობა 14 881-ს შეადგენდა.