რუსთაველისა და კოსტავას ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 6 673 141 ლარამდე გაიზარდა
რუსთაველისა და კოსტავას ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 6 673 141 ლარამდე გაიზარდა | ინფორმაციას ამის შესახებ BMG ხელშეკრულებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ცნობით, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურსა და შპს „სმარტ სოლუშენსს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება შეიცვალა, რის შედეგადაც რუსთაველისა და კოსტავას ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 147,869 ლარით გაიზარდა.
როგორც BMG წერს, პრექტში შევიდა ტექნოლოგიური კორექტირებები:
ბორდიურების ცვლილება: თავდაპირველად გათვალისწინებული ღარ-ბორდიურის ნაცვლად, საგზაო ნაწილის მდგრადობის გაზრდის მიზნით, გადაწყდა მონოლითური ბეტონის ბორდიურის მოწყობა თანამედროვე დანადგარით.
ახალი სამუშაოები: სანიაღვრე ქსელების გამართული ფუნქციონირებისა და მიწისქვეშა/მიწისზედა ინფრასტრუქტურასთან თანხვედრისთვის პროექტს დაემატა ახალი კომპონენტები. მათ შორის, დაზიანებული ასფალტობეტონის მოხსნა და გლდანის ნაგავსაყრელზე გატანა, B-30 კლასის ბორდიურების მოწყობა, თუჯის ჩარჩო-ცხაურები, რკინა-ბეტონის ჭები და სხვა