უცხოეთი ციტატა

რუსეთს აქვს თანამშრომლობის სერიოზული პოტენციალი საქართველოსთან, ირანთან, ჩრდილოეთ კორეასთან და ბევრ სხვა ქვეყანასთან

3 სექტემბერი, 2026 - 15:55 · მედვედევის მოადგილე, შევცოვი

რუსეთს აქვს თანამშრომლობის სერიოზული პოტენციალი საქართველოსთან, ირანთან, მონღოლეთთან, ჩრდილოეთ კორეასთან და ბევრს სხვა ქვეყანასთან | ამის შესახებ დიმიტრი მედვევედის მოადგილემ, ალექსეი შევცოვმა აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

"რუსეთს, რა თქმა უნდა, შეუძლია შესთავაზოს რეგიონთაშორისი თანამშრომლობის ხელსაყრელი მოდელები და ჩვენ ამას ვაკეთებთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა ჩინეთი, ბელარუსი, ყაზახეთი და ყველა მეგობრული თუ ნეიტრალური სახელმწიფო. ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის სერიოზული პოტენციალი საქართველოსთან, ირანთან, მონღოლეთთან, ჩრდილოეთ კორეასთან, აზერბაიჯანთან და ბევრ სხვა ქვეყანასთან. ჩემი აზრით, რეგიონთაშორისი კავშირების განვითარება უბრალო ვაჭრობიდან და საქონლის გაცვლიდან უნდა გადავიდეს ერთობლივი საწარმოო ჯაჭვების შექმნაზე“ | განაცხადა ალექსეი შევცოვმა.