უცხოეთი ციტატა

გაერო-ს განადგურება თუ გსურთ, მაშინ მის გენერალურ მდივნად ორბანი დანიშნეთ, მისი არჩევის ერთადერთი მიზეზი სწორედ ეს შეიძლება იყოს | პიტერ მადიარი

29 ოქტომბერი, 2026 - 20:58
 
"გაერო-ს შესახებ ბევრი ცუდი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ არ მგონია, ვინმეს მისი გაუქმება სურდეს. თუ გაერო-ს განადგურება გსურთ, მაშინ ორბანი დანიშნეთ. მისი არჩევის ერთადერთი მიზეზი სწორედ ეს შეიძლება იყოს“ | განაცხადა პიტერ მადიარმა და აღნიშნა, რომ გაერო-ს ხელმძღვანელი არ უნდა გახდეს ადამიანი, რომელმაც „საკუთარი ქვეყანა გაძარცვა და უნგრეთი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ და კორუმპირებულ ქვეყნად აქცია“.
 
The Wall Street Journal-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია გაერო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ვიქტორ ორბანის კანდიდატურას უჭერს მხარს. გამოცემის ცნობით, მის კანდიდატურას რუსეთი და ჩინეთიც ემხრობიან.