ტექნიკური გაუმართაობის გამო ასტრახანის აეროდრომზე უახლესი, მეხუთე თაობის რუსული ავიაგამანადგურებელი Su-57 სრულად დაიწვა
რუსეთმა საკუთარ სამხედრო აეროდრომზე უახლესი, მეხუთე თაობის ავიაგამანადგურებელი Su-57 დაკარგა, რომელიც ძრავის ამუშავებისას გაჩენილი ხანძრის გამო სრულად განადგურდა. ტელეგრამ არხებით გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, ასტრახანის ოლქში მდებარე „ახტუბინსკის“ სამხედრო აეროდრომზე მოხდა. წინასწარი მონაცემებით, აეროდრომზე თვითმფრინავის ძრავების გაშვების/ამუშავების მცდელობისას ტექნიკური გაუმართაობა მოხდა, რამაც ავიაგამანადგურებელზე ხანძარი გამოიწვია