ბოსნია-ჰერცეგოვინაში იტალიური სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა
ბოსნია-ჰერცეგოვინაში ევროკავშირის სამშვიდობო მისიის ფარგლებში მოქმედი იტალიური სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა. ავიაკატასტროფა 29 ოქტომბერს, შუადღის საათებში, ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ბრჩკოს რეგიონში, სოფელ გორიცეს სიახლოვეს მოხდა. ჩამოვარდნილი საჰაერო ხომალდი იტალიის არმიის კუთვნილი Boeing CH-47 Chinook-ია. ინციდენტი სასწავლო ფრენის დროს მოხდა. ვერტმფრენში სულ 15 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი იტალიის მოქალაქე. კატასტროფის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ევროკავშირის ძალებმა და იტალიის თავდაცვის სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყეს.