უცხოეთი

ხმების სრულად დათვლის შემდეგ ნეთანიაჰუს ბლოკს 53 მანდატი აქვს, აიზენკოტის ბლოკს - 48, არაბულ პარტიებს - 19

30 ოქტომბერი, 2026 - 09:45
ისრაელის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც პრემიერ ნეთანიაჰუს ბლოკს 53 მანდატი აქვს, გადი აიზენკოტის ბლოკს - 49, არაბულ ფრაქციებს კი - 19. ნეთანიაჰუს მომხრე ბლოკში შემავალ პარტიებს, რომლებიც ამჟამინდელ მთავრობას ქმნიან, მოქმედ ქნესეთში 68 მანდატი ჰქონდათ.
 
სრული ოფიციალური შედეგები პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს ოთხშაბათს წარედგინება. ამის შემდეგ, ჰერცოგი შეხვდება თითოეული პარტიის ლიდერს, რომლებიც მას წარუდგენენ რეკომენდაციას წარუდგენენ იმ კანდიდატის შესახებ, რომელმაც, მათი აზრით, მომავალი მთავრობა უნდა ჩამოაყალიბოს