მსოფლიოში უმსხვილესი კრიპტობირჟა Binance დაჰაკეს და 6.3 მილიარდი აშშ დოლარის აქტივების გატანა მოახერხეს
მსოფლიოში უმსხვილესი კრიპტობირჟა Binance მასშტაბური კიბერთავდასხმის მსხვერპლი გახდა. Reuters-ის ინფორმაციით, რასაც კომპანიაშიც ადასტურებენ, ჰაკერებმა პლატფორმიდან დაახლოებით 6.3 მილიარდი აშშ დოლარის აქტივების გატანა მოახერხეს, რაც კრიპტოინდუსტრიის ისტორიაში ყველაზე დიდი ძარცვაა. პირველადი მოკვლევის თანახმად, თავდამსხმელებმა ბირჟის შიდა სისტემაში შეღწევა ერთ-ერთი DevOps-ინჟინრის გატეხილი ნოუთბუქის საშუალებით შეძლეს, რამაც მათ უნებართვო ტრანზაქციების განხორციელების შესაძლებლობა მისცა. ქსელში უკვე მოხერხდა 3 მილიარდი დოლარის ექვივალენტის აქტივების დროულად გაყინვა.დარჩენილი 3.3 მილიარდი დოლარის მოსაძიებლად გამოძიება გრძელდება. არსებობს ვარაუდი, რომ თავდასხმის უკან, მაღალი ალბათობით, ჩრდილოეთ კორეის ჰაკერული დაჯგუფება TraderTraitor დგას. უსაფრთხოების შემოწმების მიზნით, Binance-მა დროებით სრულად შეაჩერა ანგარიშების შევსება და თანხის გატანა.