უცხოეთი

მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში საჰაერო განგაში გამოცხადდა

31 ოქტომბერი, 2026 - 13:11
მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში საჰაერო განგაში გამოცხადდა | ინფორმაციას რუსული Telegram-არხები ავრცელებენ და წერენ, რომ თვითმფრინავების მიღებასა და გაშვებაზე დროებითი დაწესებულია დროებითი შეზღუდვები. მათივე ცნობით, რეისები მასობრივად იგვიანებს და უქმდება. გავრცელებული ინფორმაციით, ხალხს თავშესაფრებსა და უსაფრთხო ზონებში გადასვლას სთხოვენ. აკრძალულია ლიფტებით სარგებლობა, ფოტოებისა და ვიდეოების გადაღება. მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ მოსკოვთან ახლოს 4 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.