უცხოეთი ციტატა

იმედი მდგრადი მშვიდობისთვის. ოლეშკი ამტკიცებს, რომ ჩვენ შეგვიძლია კაცობირიობა ომზე მაღლა დავაყენოთ | მელანია ტრამპი

31 ოქტომბერი, 2026 - 19:28

"იმედი მდგრადი მშვიდობისთვის

ოლეშკი ამტკიცებს, რომ ჩვენ შეგვიძლია კაცობრიობა ომზე მაღლა დავაყენოთ. ერთად, ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ მშვიდობიანი პლანეტა, პერსპექტივებით აღავსე სამყარო ჩვენი შვილებისთვის“ | ნათქვამია აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის გამოხმაურებაში, ოლეშკიდან მოსახლეობის ევაკუაციასთან დაკავშირებით.

მელანია ტრამპმა განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც უკრაინამ ჰუმანიტარული მისიის წარმატებით დასრულება გამოაცხადა.
მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია ხერსონის ოლქის ოკუპირებული ქალაქიდან გუშინ დაიწყო. მოსახლეობის დიდი ნაწილი უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანეს, შედარებით მცირე ნაწილმა კი რუსეთში წასვლის სურვილი გამოთქვა.

ევაკუაციის პერიოდში, ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და დროებითი ზავი, სწორედ აშშ-ის პირველი ლედის ჩართულობითა და შუამავლობით მოქმედებდა.