უცხოეთი

რუსეთის მტკიცებით უკრაინამ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვია

31 ოქტომბერი, 2026 - 15:54

რუსეთმა უკრაინა ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში დაადანაშაულა. საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩმა როდიონ მიროშნიკმა განაცხადა, რომ ოლეშკში სამოქალაქო პირების მანქანას თავს დაესხნენ ცეცხლის შეწყვეტის ვადის ამოწურვამდე 24 საათით ადრე, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.

„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოლეშკში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვიეს. უკრაინული დრონი სამოქალაქო პირების მანქანას თავს დაესხა. ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა“, - დაწერა მიროშნიკმა თავის Telegram არხზე.

ხერსონის ოლქის ოკუპირებული ქალაქ ოლეშკიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მეორე დღეა მიმდინარეობს. ცეცხლის შეწყვეტის დროებითი რეჟიმი, რუსების მიერ განადგურებული ქალაქიდან ხალხის გამოსაყვანად, აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის ჩართულობით ამოქმედდა.