უცხოეთი

პოლონეთში საკონსტიტუციო ტრიბუნალის გარშემო მრავალწლიანი დაპირისპირება უკიდურესად გამწვავდა

31 ოქტომბერი, 2026 - 10:34
პოლონეთში საკონსტიტუციო ტრიბუნალის გარშემო მრავალწლიანი დაპირისპირება უკიდურესად გამწვავდა | პოლონური მედიის ცნობით, წუხელ ვარშავაში, სასამართლოს შენობასთან სპეცრაზმი ოპოზიციონერ აქტივისტებს დაუპირისპირდა.
 
ქვეყნის პრეზიდენტმა აფრიკაში ოფიციალური ვიზიტი შეწყვიტა და პარლამენტთან სასწრაფო კონსულტაციები დაიწყო. პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობასთან მისულ კაროლ ნავროცკის შენობაში შესვლა პოლიციასთან დაპირისპირების ფონზე მოუწია. პოლიცია ცდილობდა ტერიტორიაზე არ შეეშვა არც პრეზიდენტი და არც ოპოზიციური „კანონისა და სამართლიანობის პარტიის“ წარმომადგენლები, რომელთა მხარდაჭერითაც სარგებლობს პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი.
 
30 ოქტომბერს საკონსტიტუციო ტრიბუნალის სამთავრობო კოალიციის მიერ მხარდაჭერილმა მოსამართლეებმა, ანა კორვინ-პიოტროვსკას მეთაურობით, თანამდებობიდან 1 თვით ჩამოაშორეს ტრიბუნალის მოქმედი თავმჯდომარე ბოგდან შვენჩკოვსკი და მისი მოადგილე ბარტლომეი სოჰანსკი. გადაწყვეტილების პარალელურად, სასამართლოს შენობის პერიმეტრზე პოლიციისა და სპეცდანიშნულების რაზმების მობილიზება მოხდა, რათა უზრუნველეყოთ ახალი ხელმძღვანელობის შენობაში შესვლა.
 
ამასთან, პარტია „კანონისა და სამართლიანობის“ ლიდერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ, დონალდ ტუსკის მთავრობა ძალის გამოყენებით საკონსტიტუციო ტრიბუნალის მიტაცებაში დაადანაშაულა.
 
„კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა. „კანონისა და სამართლიანობის“ პარტიის მმართველობის პერიოდში არსებული უკანონობის შემდეგ, ეს რთული, ზოგჯერ მტკივნეული პროცესია, რომელიც გადამწყვეტ მოქმედებას მოითხოვს. სხვა გზა არ არსებობს“, - დაწერა ტუსკმა X-ზე.
 
პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს დავა მოქმედი და წინა მთავრობების დროს დანიშნულ მოსამართლეებს შორის. საკონსტიტუციო სასამართლო მთავრობის გადაწყვეტილებებს ვეტოს ადებს, მთავრობა კი ტრიბუნალის გადაწყვეტილებებს არ აღიარებ