უცხოეთი

აშშ-მა უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის 500 რაკეტის შესაძლო მიყიდვა დაამტკიცა

31 ოქტომბერი, 2026 - 10:36
შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის 500 რაკეტის შესაძლო მიყიდვა დაამტკიცა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, უკრაინა რაკეტების საფასურს მოკავშირეების - კანადის, გერმანიის, ნორვეგიის დონაციებით, სპეციალური პროგრამა JUMPSTART-ის ფარგლებში, ასევე ევროკავშირის სესხით მიღებული ეროვნული ფონდებით გადაიხდის.
 
გარიგების სავარაუდო ღირებულება 2.1 მილიარდი დოლარია. განცხადების თანახმად, უკრაინის მთავრობამ აშშ-ს 500 ერთეული PAC-3 რაკეტების შესყიდვის თხოვნით მიმართა