უცხოეთი

გამბედაობა რომ გქონდეთ, პუტინს ეტყოდით, რომ ის ამ ომს ვერ იგებს უკრაინელი ხალხის სიმამაცის წყალობით და ვერც მოიგებს | დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვს

31 ოქტომბერი, 2026 - 12:31

„ნება მომეცით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს პირდაპირ ვუთხრა: ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, ვინ არის აგრესორი ამ ომში. რუსეთის ომი კვლავაც კოლოსალურ გლობალურ ზიანს აყენებს მსოფლიოს, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლეს იწირავს, არღვევს ენერგეტიკულ და სხვა სახის მიწოდების ჯაჭვებს და აუარესებს სასურსათო უსაფრთხოებას. ეს ომი არ არის მხოლოდ ევროპის ან ნატოს გამოცდა - ის თითოეული ჩვენგანისგან მოითხოვს ეკონომიკურ და დიპლომატიურ ზეწოლას, რათა პუტინს ჩამოერთვას ის შემოსავლები, რომლებიც ამ ბარბაროსულ ომს აძლიერებს.

სიმართლის თქმისა და სწორი ნაბიჯის გადადგმის გამბედაობა რომ გქონდეთ, პუტინს ეტყოდით, რომ ის ამ ომს ვერ იგებს და ვერც მოიგებს. მოსკოვი ამ ომს ვერ იგებს უკრაინელი ხალხის სიმამაცისა და მოკავშირეების დახმარების წყალობით "| ამ სიტყვებით მიმართა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედ მილიბენდმა სერგეი ლავროვს „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე.

სამიტი აშშ-ში, ქალაქ ატლანტაში იმართება. სამიტის დაწყებისას, ევროპელმა ლიდერებმა კატეგორიული უარი თქვეს სერგეი ლავროვთან ერთად ტრადიციული საპროტოკოლო ფოტოს გადაღებაზე. ვინაიდან მონაწილეთა მესამედზე მეტმა ბოიკოტი გამოაცხადა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ საერთო ფოტოს გადაღება საერთოდ გააუქმა.