ესტონეთი პირველი დეკემბრიდან დახურავს ყველა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს რუსეთთან
1-ლი დეკემბრიდან ესტონეთი რუსეთთან საზღვარზე არსებულ ყველა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს სრულად ხურავს.
როგორც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ განაცხადა, გადაწყვეტილება რუსეთის სადაზვერვო სამსახურის მიერ თავდაცვითი საწარმოსთვის ცეცხლის წაკიდების ორგანიზებას უკავშირდება. „გამშვები პუნქტების დახურვა შეზღუდავს რუსეთის შესაძლებლობებს, მტრული საქმიანობა აწარმოოს ესტონეთის ტერიტორიაზე და გააძლიერებს ჩვენს ძალისხმევას სანქციების გვერდის ავლის აღსაკვეთად“, - დაწერა ცაჰკნამ. მან ასევე განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილების შესახებ აცნობა თავის კოლეგებს ფინეთიდან, ლატვიიდან და ლიეტუვიდან.