პოლიტიკა

ევროკავშირმა უკრაინისთვის €8 მილიარდის გადარიცხვა დაამტკიცა

16 ნოემბერი, 2026 - 15:44

ევროკავშირის საბჭომ Ukraine Facility-ს პროგრამის ფარგლებში კიევისთვის თითქმის 8 მილიარდი ევროს გადარიცხვა დაამტკიცა, რაც აღნიშნული მექანიზმის მეშვეობით ერთ ჯერზე გამოყოფილ ყველაზე დიდ თანხას წარმოადგენს. საბჭოს ცნობით, ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უკრაინის მიერ რეფორმების გეგმით გათვალისწინებული 20-ზე მეტი ნაბიჯის წარმატებით შესრულება.

რეფორმები ისეთ ძირითად სფეროებს ეხება, როგორიცაა სასამართლო სისტემა, კორუფციასა და ფულის გათეთრებასთან ბრძოლა, სახელმწიფო აქტივების მართვა, ენერგეტიკა, ბიზნესგარემო და სხვა მიმართულებები. Ukraine Facility-ის პროგრამა 2024 წლის მარტში შეიქმნა და ის 2027 წლის ჩათვლით უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციისთვის 50 მილიარდ ევროზე მეტ გრანტსა და სესხს ითვალისწინებს.