მინისტერიალი თუკი იმართება, უნდა იყოს მოწვეული მინისტრი | ბოჭორიშვილი EU-ს
"საქართველო მიიღებს ყველა ღონისძიებაში, დიალოგსა და ფორმატში მონაწილეობას, თუკი ჩვენ ღირსეულად ვიქნებით მიწვეული იმ შესაბამის დონეზე, რა დონეზეც იმართება შეხვედრა. შესაბამისად, მინისტერიალი თუკი იმართება, უნდა იყოს მოწვეული მინისტრი, სწორედ ამიტომ არ არის განხილული ჩვენი მხრიდან არცერთ სხვა დონეზე მონაწილეობის მიღება შეხვედრებში. აქედან გამომდინარე, ეს პოზიცია არის მარტივი. მზად ვართ დიალოგისთვის, მზად ვართ და არც არასდროს შეგვიწყვეტია ჩვენ ეს ევროკავშირთან და როდესაც ევროკავშირის მხარე იქნება მზად, რომ ქართულმა მხარემ მიიღოს მონაწილეობა შეხვედრებზე შესაბამის დონეზე, ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას“ | აცხადებს ბოჭორიშვილი.
16 ნოემბერს ბრიუსელში უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის მინისტერიალს საქართველოს წარმომადგენელი არ დასწრებია. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის, თურქეთის, მოლდოვის, სომხეთის და ცენტრალური აზრიის ქვეყნებთან ერთად. საგარეო საქმეთა სამინისტროში თქვეს, რომ საქართველოს დღეს ბრიუსელში დაგეგმილ ღონისძიებებში, მათ შორის, დაკავშირებადობის მინისტერიალზე დასასწრებად მიწვევა შესაბამის დონეზე არ მიუღია, შესაბამისად, ამ შეხვედრებში საქართველოს წარმომადგენელი მონაწილეობას არ მიიღებს.
ამ საკითხზე დღეს ისაუბრა ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა და თქვა: „ჩვენ ვთქვით, რომ საქართველო EU-ს კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ფურცელზეა. სანამ ქვეყანა წინ არ წაიწევს იმ სფეროში, რომელსაც ფუნდამენტურს ვუწოდებთ, გზას ვერ გავაგრძელებთ. არსებობს საბჭოს დასკვნა, თუ როგორ შეგვიძლია საქართველოსთან მაღალ დონეზე მუშაობა. ორჯერ თუ სამჯერ მოვიწვიეთ საქართველოს წარმომადგენლები დაკავშირებადობის ღონისძიებებზე, მაგრამ არასდროს ჩამოსულან. ჩვენ ვცდილობთ მათთან მუშაობას, ვიწვევთ, მაგრამ ჩამოსვლის სურვილი არ აქვთ, რადგან მათ უმაღლეს დონეზე არ ვიწვევთ