ეკონომიკა

საქართველოში სექტემბერში ბენზინი 31 თეთრამდე, დიზელი კი 50 თეთრამდე გაძვირდა

30 სექტემბერი, 2026 - 09:53
საქართველოში სექტემბერში ბენზინი 31 თეთრამდე, დიზელი კი 50 თეთრამდე გაძვირდა | ინფორმაციას კომერსანტი ავრცელებს და წერს, რომ სექტემბერში ბრენდირებულ ავტოგასამართი სადგურების ქსელებში სხვადასხვა ტიპის საწვავის ღირებულება 19-დან 50 თეთრამდე გაიზარდა. ფასების ცვლილების ყველაზე მკვეთრი ზრდა დიზელზე დაფიქსირდა. საწვავის გაძვირება საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების ზრდას უკავშირდება.