ეკონომიკა

2027 წლის პირველი თებერვლიდან ეროვნული ბანკი მოქალაქეებისთვის სესხის გაცემის პირობებს ამკაცრებს

30 სექტემბერი, 2026 - 12:59
2027 წლის პირველი თებერვლიდან ეროვნული ბანკი მოქალაქეებისთვის სესხის გაცემის პირობებს ამკაცრებს. მოქმედი ნორმით, მოქალაქეებს, რომლებსაც თვეში 1 500 ლარზე ნაკლები შემოსავალი აქვთ, სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი 25 პროცენტს, ანუ 375 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. 1 500 ლარზე მაღალი შემოსავლის მქონე პირებისთვის კი სესხის მომსახურების დაშვებული ყოველთვიური მაქსიმალური ლიმიტი შემოსავლის 50 პროცენტი, ანუ 750 ლარია. ახალი ნორმით, რომელიც ძალაში 2027 წლის პირველი თებერვლიდან შევა, სესხის აღების 25 პროცენტიანი ზღვარი 1 500-ის ნაცვლად, 2 000 ლარი იქნება, ხოლო 2027 წლის პირველი სექტემბრიდან 2 500 ლარამდე გაიზრდება.