პოლიტიკა ციტატა

აშშ-მა დაასანქცირა რუსეთთან დაკავშირებული ჩრდილოვანი საბანკო ქსელი, რომელსაც ირანის რეჟიმი იყენებდა სანქციების გვერდის ავლის მიზნით ქსელის სახელწოდებაა A7. A7 არეკლამებდა საქართველოს როგორც ერთ-ერთ იურისდიქციას | ჯაფარიძე

2 ოქტომბერი, 2026 - 10:24
"გუშინ აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა დაასანქცირა რუსეთთან დაკავშირებული ჩრდილოვანი საბანკო ქსელი, რომელსაც ირანის რეჟიმი იყენებდა სანქციების გვერდის ავლის მიზნით
ქსელის სახელწოდებაა A7.
ესაა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სანქციების გვერდის ავლის ქსელი, რომელსაც კრემლი იყენებს. მისი დამფუძნებელია ილან შორი, მსგავსი საქმეების გამო მსჯავრდებული მოლდოვაში, მისჯილი აქვს 15 წელი, თუმცა იმალება რუსეთში. ეს შორი თავის დროზე დაეხმარა იქაურ ოლიგარქ პლახატნიუკს სამი მოლდოვური ბანკიდან ჯამში დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის მოპარვაში.
A7-ის თანამფლობელი და მნიშვნელოვანი დამფინანსებელია რუსული პრომსვიაზბანკი (ასევე დასანქცირებული რუსული სამხედრო ბანკი). ამ ბანკის ხელმძღვანელია პიოტრ ფრადკოვი, პუტინის მეგობრის და რუსეთის ყოფილი პრემიერმინისტრის მიხაილ ფრადკოვის შვილი.
A7-ის კიდევ ერთი თანამფლობელია ასევე დასანქცირებული, რუსული, სახელმწიფო მფლობელობაში არსებული საინვესტიციო კომპანია VEB.RF, რომლის ხელმძღვანელია იგორ შუვალოვი, პუტინის უახლოესი ძმაკაცი.
A7-ს არეკლამებდა პირადად პუტინი
https://home.treasury.gov/news/press-releases/sb0644/
A7 არეკლამებდა საქართველოს როგორც ერთ-ერთ იურისდიქციას, რომლის გავლითაც ის ატარებდა საერთაშორისო ტრანზაქციებს
https://www.info-res.org/.../10/A7-Abroad-FINAL-Copy.pdf
წლევანდელი წლის 26 მაისს გაერთიანებულმა სამეფომ დაასანქცირა საქართველოში რეგისტრირებული 3 კომპანია. ეს დასანქცირება მოხდა სწორედ A7 ქსელის მიზანში ამოღების შედეგად, რომელსაც რუსეთი იყენებდა სანქციების გვერდის ავლის მიზნით.
ეს კომპანიებია:
Arvix LLC
Rapira Group LLC
Aifory LLC
https://www.interpressnews.ge/.../147687-british-embassy...
გაერთიანებული სამეფო ამტკიცებს რომ Arvix LLC არის დაკავშირებული A7-ის ქსელის ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა Garantex და Grinex. ორივე ეს კომპანია იდენტიფიცირებულია აშშ-ს სახაზინო დეპარტმანეტის ფინანსური დანაშაულების საგამოძიებო ქსელის (FinCEN) მიერ როგორც A7-ის ქსელის ნაწილი.
https://sanctions-finder.com/.../ARVIX%20LIMITED...
კომპანია TRMLabs-ის მიერ მოძიებული ინფორმაციით, მეორე სანქცირებული კომპანია, Rapira, როგორც A7-ის ქსელის ნაწილი, ატარებდა ასობით მილიონი დოლარის ტრანზაქციებს.
https://www.trmlabs.com/.../uk-designates-htx-what-the...
სამივე ეს კომპანია რეგისტრირებული იყო საქართველოში, თავისუფალ ეკონომიკურ ზონებში.
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის ფინანსური დანაშაულების საგამოძიებო ქსელი (FinCEN) ამბობს, რომ A7-ის ბიზნეს მოდელი ეფუძნება უცხოეთში (მაგალითად საქართველოში) რეგისტრირებულ კომპანიებს, რომლებიც რუსულ გადახდებს/ტრანზაქციებს ფუთავენ ნორმალურ, მესამე ქვეყნის კომერციულ ტრანზაქციებად.
https://www.fincen.gov/.../2026-10/9714-A7-NETWORK-NPRM.pdf
საგამოძიებო მედია Proekt, A7-დან გამოჟონილ დოკუმენტებსა და საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, აცხადებს რომ A7-ის უკან შესაძლოა რეალურად იდგეს რომან აბრამოვიჩი. აბრამოვიჩი უარყოფს ასეთ კავშირს.
https://www.proekt.media/investigation/platezhnye-agenty/
დილა მშვიდობისა და არ დაგავიწყდეთ რომ არ არსებობს საქართველო, სადაც ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება არ იქნება. ეს ყველამ უნდა გაითავისოს. | წერს კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი,ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.