საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი 6 თეთრით გაძვირდა
საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი 6 თეთრით გაძვირდა | ინფორმაციას BPN ავრცელებს და წერს, რომ საწვავის გაძვირება ეტაპობრივად, დღეებისა და კვირების ინტერვალით ხდებოდა. მათივე ცნობით, მხოლოდ სექტემბერში ბენზინის ფასმა 14-31 თეთრით, ხოლო დიზელის ღირებულებამ - 30-52 თეთრით მოიმატა. აგვისტო-სექტემბერში კი ბენზინის ფასი 42 თეთრამდე, დიზელის 91 თეთრამდეა გაზრდილი.
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, სექტემბერში წლიურ ჭრილში ბენზინი 30.2%-ით, დიზელი - 54.5%-ით, ხოლო გაზის საწვავი - 0.6%-ით არის გაძვირებული.
დღეს საწვავის ფასი სხვადასხვა ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურზე:
Gulf
G-Force სუპერი - 4.59 ლარი (1-ლი ოქტომბრის ფასი 4.55 ლარი) - ზრდა 4 თეთრი;
G-Force პრემიუმი - 4.27 ლარი (1-ლი ოქტომბრის ფასი 4.17 ლარი) - ზრდა 10 თეთრი;
ევრო რეგულარი - 3.97 ლარი (1-ლი ოქტომბრის ფასი 3.89 ლარი) - ზრდა 8 თეთრი;
G-Force ევრო დიზელი - 4.95 ლარი (1-ლი ოქტომბრის ფასი 4.95 ლარი);
ევრო დიზელი - 4.87 ლარი (1-ლი ოქტომბრის ფასი 4.87 ლარი).
Wissol
ეკო სუპერი - 4.54 ლარი (1-ლი ოქტომბრის ფასი 4.54 ლარი);
ეკო პრემიუმი - 4.16 ლარი (1-ლი ოქტომბრის ფასი 4.16 ლარი);
ეკო დიზელი - 4.99 ლარი (1-ლი ოქტომბრის ფასი 4.93 ლარი) - ზრდა 6 თეთრი;
ევრო დიზელი - 4.95 ლარი (1-ლი ოქტომბრის ფასი 4.89 ლარი) - ზრდა 6 თეთრი;
ევრო რეგულარი -3.94 ლარი (1-ლი ოქტომბრის ფასი 3.94 ლარი).
Rompetrol
Efix სუპერი - 4.56 ლარი (1-ლი ოქტომბრის ფასი 4.56 ლარი);
Efix ევრო პრემიუმი - 4.16 ლარი (1-ლი ოქტომბრის ფასი 4.16 ლარი);
Efix ევრო რეგულარი - 3.88 ლარი (1-ლი ოქტომბრის ფასი 3.88 ლარი);
Efix ევრო დიზელი - 4.97 ლარი (1-ლი ოქტომბრის ფასი 4.97 ლარი);
ევრო დიზელი - 4.89 ლარი (1-ლი ოქტომბრის 4.89 ლარი);
Lukoil
სუპერი - 4.55 ლარი (1-ლი ოქტომბრის 4.55 ლარი);
პრემიუმი დანამატებით - 4.15 ლარი (1-ლი ოქტომბრის 4.15 ლარი);
რეგულარი - 3.90 ლარი (1-ლი ოქტომბრის 3.90 ლარი);
ევრო დიზელი - 4.92 ლარი (1-ლი ოქტომბრის 4.92 ლარი).
Socar
ნანო სუპერი - 4.50 ლარი (1-ლი ოქტომბრის ფასი 4.50 ლარი);
ნანო პრემიუმი - 4.15 ლარი (1-ლი ოქტომბრის ფასი 4.15 ლარი);
ნანო ევრო რეგულარი - 3.86 ლარი (1-ლი ოქტომბრის ფასი 3.86 ლარი);
ევრო 5 დიზელი - 4.86 ლარი (1-ლი ოქტომბრის ფასი 4.86 ლარი);
ნანო ევრო 5 დიზელი - 4.94 ლარი (1-ლი ოქტომბრის ფასი 4.94 ლარი);
Portal
სუპერი - 4.24 ლარი (1-ლი ოქტომბრის ფასი 4.24 ლარი);
პრემიუმი - 4.04 ლარი (1-ლი ოქტომბრის ფასი 4.04 ლარი);
ევრო რეგულარი - 3.84 ლარი (1-ლი ოქტომბრის ფასი 3.84 ლარი);
ევრო დიზელი - 4.79 ლარი (1-ლი ოქტომბრის ფასი 4.79 ლარი);
ეფექტური დიზელი - 4.69 ლარი (1-ლი ოქტომბრის ფასი 4.69 ლარი).