უცხოეთი

მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტის ტუალეტში ახალშობილის ცხედარი იპოვეს

3 ოქტომბერი, 2026 - 12:51

მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტის ტუალეტში ახალშობილის ცხედარი იპოვეს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 30 წლის ქალი ანტალიიდან ჩაფრინდა, დაფრენის შემდეგ სამშობიარო ტკივილები დაეწყო, ტუალეტში იმშობიარა, რის შემდეგაც, წინასწარი ინფორმაციით, ბავშვს სასუნთქი გზები ტუალეტის ქაღალდით გადაუკეტა.

მშობიარობის შემდეგ ქალი გარკვეული დროის განმავლობაში კაბინაში იყო ჩაკეტილი და დახმარებაზე უარს ამბობდა. სასწრაფო დახმარებამ ის
ძლიერი სისხლდენით საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს