უცხოეთი

მოსკოვი უცხოელ დიპლომატებსა და მოქალაქეებს კიევის დატოვებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს

3 ოქტომბერი, 2026 - 16:14

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის დიპლომატიური მისიის თანამშრომლებს აფრთხილებს, არ დარჩნენ და არ იმოგზაურონ უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ კიევსა და სხვა ქალაქებში განხორციელებული დარტყმების გამო.

„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ აფრთხილებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის დიპლომატიური მისიის თანამშრომლებს, არ დარჩნენ და არ იმოგზაურონ უკრაინაში. ნებისმიერი პოტენციური ნეგატიურ შედეგზე პასუხისმგებლობა მთლიანად მათ ეკისრებათ, ვინც უგულებელყოფს ამ გაფრთხილებას“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, დღეს, 3 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

განცხადებაში მითითებულია, რომ რუსულმა მხარემ მაისშიც მოუწოდა კიევში მყოფ უცხოელებსა და დიპლომატებს, დაეტოვებინათ ქალაქი და თავი შეეკავებინათ უკრაინაში ვიზიტისგან.

"ყველამ არ გაითვალისწინა ეს გაფრთხილებები და შეგნებულად საფრთხეში ჩააგდო საკუთარი სიცოცხლე. კიევში ბევრი საელჩო მუშაობს და უცხოელი ოფიციალური პირები სტუმრობენ უკრაინას“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.