უცხოეთი

ევროპის საბჭოს განვითარების ბანკმა და იტალიან უკრაინას დანგრეული სახლების ჩასანაცვლებლად 50 მილიონი ევრო გამოუყო

3 ოქტომბერი, 2026 - 18:50
უკრაინამ ევროპის საბჭოს განვითარების ბანკისა და იტალიისგან დანგრეული საცხოვრებელი სახლების კომპენსაციისთვის 50 მილიონი ევრო მიიღო | ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, 25 მილიონი ევრო ევროპის საბჭოს განვითარების ბანკმა გამოყო, ხოლო 25 მილიონი ევრო - იტალიის რესპუბლიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით გადაიცა.
 
გამოცემა წერს, რომ HOME პროექტის მეორე დამატებითი დაფინანსების შესახებ შეთანხმებას 2026 წლის 26 ივნისს მოეწერა ხელი, გდანსკში გამართულ უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე. არსებული ინფორმაციით, ახალი დაფინანსების პაკეტის საერთო მოცულობა 100 მილიონ ევროს შეადგენს, რომლის ნახევარს - 50 მილიონ ევროს - იტალიის მთავრობა BRRE მექანიზმის მეშვეობით უზრუნველყოფს.