მოლდოვის საჰაერო სივრცეში 15 წუთში 5 დრონი შეიჭრა - ქვეყნის მასშტაბით აფეთქებები დაფიქსირდა
მოლდოვის საჰაერო სივრცეში 15 წუთში 5 დრონი შეიჭრა - ქვეყნის მასშტაბით აფეთქებები დაფიქსირდა | ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ინციდენტი დილის 07:45-დან 08:00 საათამდე პერიოდში მოხდა. უწყება საჰაერო სივრცის მონიტორინგს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განაგრძობს. გამოცემა წერს, რომ აფეთქებები დაფიქსირდა კაუშენის, შტეფან-ვოდას, ანენი-ნოისა და ჰინჩეშტის რაიონებში.
კერძოდ, აფეთქების ხმები ისმოდა დასახლებულ პუნქტებთან: კროკმაზთან, დელაკეუსთან, პუჰაჩენთან, ბოზიენთან, დუბოვკასა და კონსტანტინოვკასთან. მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საჰაერო სივრცის დარღვევა მკაცრად დაგმო. უწყების განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი პირდაპირ საფრთხეს უქმნის მოლდოვისა და მთელი რეგიონის უსაფრთხოებას.