რუსეთში, ყაბარდო-ბალყარეთში საქართველოდან ექსტრადირებულმა პატიმარმა 1 ბადრაგი მოკლა, 3 კი დაჭრა - თავდამსხმელი ადგილზევე მოკლეს
რუსეთში, ყაბარდო-ბალყარეთში საქართველოდან ექსტრადირებულმა პატიმარმა 1 ბადრაგი მოკლა, 3 კი დაჭრა - თავდამსხმელი ადგილზევე მოკლეს | ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა მურტაზოვოს სადგურის მიდამოებში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მსჯავრდებულმა ტუალეტში გაყვანისას ისარგებლა ხელსაყრელი მომენტით, თანამშრომელს ცეცხლსასროლი იარაღი წაართვა და სროლა დაიწყო. მათივე ცნობით, სასჯელაღსრულების სამსახურის ერთი თანამშრომელი მიღებული ჭრილობებისგან ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო სამი დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
პატიმარი რუსეთში საქართველოდან იყო ექსტრადირებული, სადაც მას ბრალად ედებოდა ნარკოტიკული დანაშაული და ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებაში მონაწილეობა.