უცხოეთი ციტატა

ვივალდი ძალიან წარმატებული ოპერაციაა. დღეის მდგომარეობით დეოკუპირებულია დაახლოებით 125-140 კვადრატული კილომეტრი | ზელენსკი

4 ოქტომბერი, 2026 - 00:11

ვივალდი ძალიან წარმატებული ოპერაციაა. დღეის მდგომარეობით დეოკუპირებულია დაახლოებით 125-140 კვადრატული კილომეტრი. რუსების დანაკარგებმა თვეში 42 ათასი ადამიანი შეადგინა | ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკი Reuters-სთან ინტერვიუში განაცხადა.

"ვივალდი ძალიან წარმატებული ოპერაციაა. ის ჯერ არ დასრულებულა. დღეის მდგომარეობით დეოკუპირებულია დაახლოებით 125-140 კვადრატული კილომეტრი. მნიშვნელოვანია, რომ ბოლო 2-3 თვის განმავლობაში დაღუპული და დაჭრილი რუსების რაოდენობა გაიზარდა. წლის დასაწყისიდან მათმა დანაკარგებმა თვეში 30-32 ათასი ადამიანი შეადგინა: 21-22 ათასი დაღუპული, დანარჩენი კი - მძიმედ დაჭრილი. ახლა საუბარია თვეში 42 ათას დანაკარგზე. ამრიგად, შეტევის დროს ჩვენ რამდენჯერმე ნაკლები ადამიანი დავკარგეთ, ვიდრე რუსეთმა, თანაც ის თავდაცვაში იმყოფებოდა. ჩვენს სამხედროებს ამ ოპერაციის დაწყება ერთი წლის წინ სურდათ, მაგრამ მაშინ ის ჯერ კიდევ არ იყო საკმარისად მომზადებული. მადლობა ღმერთს, გადავწყვიტეთ მისი ცოტა ხნით გადადება და ახლა კარგი შედეგები და ნაკლები დანაკარგი გვაქვს" | განაცხადა ზელენსკიმ.