უკრაინულმა FP-2 ტიპის დრონებმა რუსული Pantsir-S2 გაანადგურეს
უკრაინულმა FP-2 ტიპის დრონებმა რუსული Pantsir-S2 გაანადგურეს | ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ დარტყმის შედეგად საბრძოლო მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც ტექნიკა სრულიად განადგურდა. მათივე ცნობით, აღნიშნული საჰაერო თავდაცვის სისტემა აქტიურად უშლიდა ხელს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების ოპერაციებს.
გავრცელებული ინფორმაციით, Pantsir-S2 რუსული მცირე რადიუსის სარაკეტო-საზენიტო კომპლექსის გაუმჯობესებული ვერსიაა. გამოცემა წერს, რომ საბრძოლო მოქმედებების ზუსტი ლოკაცია და დრო არ საჯაროვდება.