ჩვენ მზად ვართ ენერგეტიკული და შავი ზღვის ზავისთვის... ეს უნდა იყოს სრული ენერგეტიკული ზავი - თავდასხმების შეწყვეტა ყველა ენერგეტიკულ ობიექტზე | სიბიჰა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიჰას თქმით, ზავის შესახებ წინადადებები თურქეთმა და ეგვიპტემაც წამოაყენეს, თუმცა ინდოეთის წინადადება „ყველაზე ყოვლისმომცველია“
"ჩვენ ოთხი წინადადება გვაქვს. ყველაზე ყოვლისმომცველი ინდოეთის წინადადებაა. ჩვენ მზად ვართ ენერგეტიკული და შავი ზღვის ზავისთვის, თუმცა მხოლოდ ამ კომბინაციით... ეს უნდა იყოს სრული ენერგეტიკული ზავი - თავდასხმების შეწყვეტა ყველა ენერგეტიკულ ობიექტზე, მათ შორის პორტის ინფრასტრუქტურაზე... ზოგადად, მიგვაჩნია, რომ ზავი შეიძლება იყოს პრეზიდენტ ზელენსკისა და პუტინს შორის შეხვედრის ერთ-ერთი შედეგი. ჩვენ მზად ვართ ზავის სხვადასხვა ფორმატისა და პირობისთვის, მათ შორის უპირობო ზავისთვის შეხების ხაზის გასწვრივ" | განაცხადა სიბიჰამ.