გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა | ინფორმაცია Deutsche Welle ავრცელებს და წერს, რომ ვიზიტის მთავარი მიზანი უკრაინისადმი გერმანიის უპირობო მხარდაჭერის დადასტურება და ახალი მასშტაბური დახმარების პაკეტების უზრუნველყოფაა.
"დღეს კიევში იმიტომ ჩამოვედი, რომ უახლოეს კვირებში უკრაინას ჩვენი სრული მხარდაჭერა დასჭირდება. თუ რუსეთს არ შევაჩერებთ, ადრე თუ გვიან მისი სამხედრო მანქანა ჩვენს წინააღმდეგ მიიმართება. უკრაინელები არ მისცემენ მტერს უფლებას, ტერორით გატეხოს ისინი. დღეს პრეზიდენტ ზელენსკის ვეტყვი: თქვენ კვლავ შეგიძლიათ ჩვენი იმედი გქონდეთ“ | განაცხადა მერცმა ჩასვლისთანავე.
გამოცემა წერს, რომ გერმანულ დელეგაციაში კანცლერთან ერთად იმყოფებიან ეკონომიკის მინისტრი, კატარინა რაიხე და თავდაცვისა და ენერგეტიკის სექტორის წამყვანი ბიზნესწარმომადგენლები.