უცხოეთი ციტატა

რუსეთთან მოლაპარაკებების დროს ამერიკამ არ უნდა დაივიწყოს, რომ რუსეთზე 100-ჯერ უფრო ძლიერია | ზელენსკი

4 ოქტომბერი, 2026 - 09:45

რუსეთთან მოლაპარაკებების დროს ამერიკამ არ უნდა დაივიწყოს, რომ რუსეთზე 100-ჯერ უფრო ძლიერია | ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Reuters-სთან ინტერვიუში განაცხადა.

"ვფიქრობ, აშშ-ს მართლაც სურს რუსეთის ომის შეჩერება. მე მათ ვენდობი. ამავდროულად, მესმის, რომ ძნელია შეაჩერო ვინმე ასეთი დიდი, ვისაც შეჩერება არ სურს. ამიტომ ცდილობთ იპოვოთ რაიმე კომპრომისები რუსეთთან. მაგრამ მიმაჩნია, რომ დროს დავკარგავთ, თუ რუსულ კომპრომისებთან თამაშს დავიწყებთ.

რადგან თუ პუტინი დაინახავს, რომ თქვენ შეგიძლიათ რაღაცას მხარი დაუჭიროთ, ის შეეცდება შემოგთავაზოთ სხვა იდეა, სხვა საკითხები და ახალი პირობები. ახალი მთავრობა - ახალი პირობები. იცვლებიან ლიდერები ევროპაში? ახალი პირობები. აშშ-ის პოლიტიკა? გამოჩნდა პრეზიდენტი ტრამპი, ძალიან ძლიერი - ახალი პირობები. ის ცდილობს იყოს ძალიან თავაზიანი. ახლა შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში გამოწვევის წინაშე დგას - მოლაპარაკებები ირანთან. თქვენ დაინახავთ ახალ პირობებს რუსეთის მხრიდან. პრეზიდენტ ტრამპს სურს რაიმე გამარჯვების მოპოვება შუალედურ არჩევნებამდე. მაგრამ პუტინი ყველაფერს გააკეთებს, რათა ირანელებზე ზეწოლა მოახდინოს და სიტუაცია იქამდე მიიყვანოს, რომ მოლაპარაკებები შეუძლებელი გახდეს.

იგივეა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შემთხვევაშიც. თუ პუტინი დაინახავს, რომ პრეზიდენტ ტრამპს სჭირდება რაიმე გამარჯვება, ის გადაწყვეტს, რა მისცეს და რა - არა. და სწორედ ამაში მდგომარეობს პრობლემა: პუტინმა დაიწყო ფიქრი, რომ თავად იღებს გადაწყვეტილებებს, მაგრამ რუსეთთან მოლაპარაკებების დროს ამერიკამ არ უნდა დაივიწყოს, რომ რუსეთზე 100-ჯერ უფრო ძლიერია. მათ უბრალოდ არ უნდა დაავიწყდეთ ეს" | განაცხადა ზელენსკიმ.