თუ რუსეთს არ შევაჩერებთ, ის ადრე თუ გვიან თავის სამხედრო მანქანას ჩვენ წინააღმდეგ მომართავს | მერცი
„თუ რუსეთს არ შევაჩერებთ, ის ადრე თუ გვიან თავის სამხედრო მანქანას ჩვენ წინააღმდეგ მომართავს“ | განაცხადა კიევში ჩასულმა გერმანიის კანცლერმა.
ფრიდრიხ მერცი უკრაინის დედაქალაქში დღეს დილით ჩავიდა. გერმანული მედიის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს, მოსალოდნელია, რომ ისაუბრებენ დრონებისა და რაკეტების ერთობლივი წარმოების შესახებ. მათ შორის, 1000კმ რადიუსზე მოქმედი რაკეტებისაც.
დაანონსებულია უკრაინისთვის ერთი მილიარდი ევროს ოდენობით სამხედრო დახმარება, 350 მილიონი ევრო კი ენერგეტიკული სექტორის აღსადგენად.
მერცი კიევში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, გუშინდელი გაფრთხილების ფონზე ჩავიდა. მოსკოვი უცხოელ დიპლომატებსა და ვიზიტორებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ უკრაინაში ჩასვლისგან.