უცხოეთი ციტატა

შეაჩერეთ ეს უაზრო ომი. ჩვენ მზად ვართ სალაპარაკოდ, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც იარაღი დადუმდება | მერცი პუტინს კიევიდან

4 ოქტომბერი, 2026 - 15:22

გერმანიის კანცლერი ზელენსკისთან ერთად მეცნიერებათა აკადემიის დანგრეულ შენობასთან იმყოფებოდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ, რუსებმა დაბომბეს. მერცის ჩასვლისთანავე უკრაინის დედაქალაქში საჰაერო განგაში გამოცხადდა.

"შეაჩერეთ ეს უაზრო ომი. ჩვენ მზად ვართ სალაპარაკოდ, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც იარაღი დადუმდება. ხოლო იარაღი უნდა დადუმდეს… უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე ეს ბარბაროსული თავდასხმები უნდა შეწყდეს" | მიმართა მერცმა პუტინს კიევიდან.

დაანონსებულია უკრაინისთვის ერთი მილიარდი ევროს ოდენობით სამხედრო დახმარება, 350 მილიონი ევრო კი ენერგეტიკული სექტორის აღსადგენად.

მერცი კიევში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, გუშინდელი გაფრთხილების ფონზე ჩავიდა. მოსკოვი უცხოელ დიპლომატებსა და ვიზიტორებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ უკრაინაში ჩასვლისგან.

3 ოქტომბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მათ შორის დიპლომატიური მისიის თანამშრომლები გააფრთხილა, რომ არ დარჩნენ და არ იმოგზაურონ უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ კიევსა და სხვა ქალაქებში განხორციელებული დარტყმების გამო.