უცხოეთი

კიევში ჩასულმა მერცმა უკრაინისთვის 1.3 მილიარდ ევროზე მეტის დაუყოვნებლივი დახმარება გამოაცხადა, ხელი მოეწერა კიდევ 8.5 მილიარდის გრძელვადიან შეთანხმებებს

4 ოქტომბერი, 2026 - 16:25

"დღეს ფრიდრიხ მერცთან ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა. უკრაინისთვის გვაქვს მხარდაჭერის ახალი, კომპლექსური პაკეტი, მილიარდ სამას მილიონ ევროზე მეტის. ეს არის იარაღი, რომელიც ახლა დაგვეხმარება, ასევე მხარდაჭერა ჩვენი ენერგეტიკისთვის ზამთრის წინ - მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პაკეტი. რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილეთ საჰაერო თავდაცვის საჭიროება, რაც ამ დროისთვის საკვანძო საკითხია.
დღეის მდგომარეობით გვაქვს 15 შეთანხმება და დოკუმენტი, და მათი უმეტესობა ეხება თანამშრომლობას უსაფრთხოების, წარმოების, შესაბამისი შესყიდვების სფეროში, ჩვენს შეკვეთებს გერმანული მრეწველობისთვის და ერთობლივ პროექტებს უკრაინაში.

დღევანდელი ჩვენი შეთანხმებების საერთო ღირებულება რვა ნახევარ მილიარდ ევროზე მეტია. ხელი მოეწერა სპეციალურ შეთანხმებას, რომელიც მეტ შესაძლებლობას ქმნის დრონების წინააღმდეგ ჩვენს ერთობლივ ბრძოლაში.
მადლობა გერმანიას, მადლობა შენ, ფრიდრიხ, მადლობა მთელ ევროპას იმისთვის, რომ უკრაინის გვერდით ხართ და გვეხმარებით სიცოცხლის დაცვაში“. ნათქვამია პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებაში.

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი დღეს კიევში ჩავიდა.