თბილისში ლუქს კლასის ბინის 1 კვ.მ-ის ფასი 4 300 დოლარს აღემატება
თბილისში ლუქს კლასის ბინის 1 კვ.მ-ის ფასი 4 300 დოლარს აღემატება | ინფორმაციას BPN ავრცელებს და წერს, რომ 2026 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მოცულობამ 2.674 მლნ დოლარი შეადგინა და წლიურად 24%-ით გაიზარდა. მათივე ცნობით, აგვისტოში წლიური ზრდა დაფიქსირდა როგორც ახალი, ისე ძველი ბინების გაყიდვებში, თუმცა ზრდის უდიდესი ნაწილი ძველ ბინებზე მოდის.
2025 წლის სექტემბრიდან 2026 წლის აგვისტომდე საშუალო გასაყიდი ფასი (კვ.მ.) ასეთია:
ლუქს კლასი - 4 340 დოლარი;
პრემიუმ+ - 3 172 დოლარი;
პრემიუმი - 2 394 დოლარი;
კომფორტი - 1640 დოლარი;
ეკონომი+ - 1 215 დოლარი;
ეკონომი - 865 დოლარი.