აშშ-მა დიდი ბრიტანეთის RAF Fairford-ის სამხედრო ბაზიდან ყველა ბომბდამშენი გაიყვანა
აშშ-მა დიდი ბრიტანეთის RAF Fairford-ის სამხედრო ბაზიდან ყველა ბომბდამშენი გაიყვანა და საკუთარ მუდმივ სამხედრო ბაზებზე დააბრუნა. ვაშინგტონს ბომბდამშენების გაყვანის მიზეზი ოფიციალურად არ დაუსახელები, თუმცა BBC-ის ინფორმაციით, გადაწყვეტილება პენტაგონში მას შემდეგ მიიღეს, რაც ბაზაზე ტერორისტული აქტების მომზადების ეჭვის საფუძველზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს 27 სექტემბეტს დიდ ბრიტანეთში, გლოსტერშირის რეგიონში აშშ-ის სამხედრო ბაზასთან ბრიტანულმა ანტიტერორისტულმა პოლიციამ სავარაუდო ტერორისტული აქტი აღკვეთა. სამართალდამცველებმა ადგილზე ხუთი პირი დააკავეს.