უცხოეთი

ФСБ-ს დაკვეთით უკრაინაში მებრძოლი ქართველის, გიორგი ფარცვანიას მკვლელობა სცადეს | ბრალდებულს მიკოლაევის სასამართლომ 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

5 ოქტომბერი, 2026 - 10:42

უკრაინაში, მიკოლაევის სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და ქონების კონფისკაცია მიუსაჯა სამხედრო მოსამსახურეს, რომელმაც რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის [ФСБ] დაკვეთით საქართველო მოქალაქის მკვლელობა სცადა.

თავდასხმა 2026 წლის 14 იანვარს, საღამოს მოხდა. ბრალდებული წინასწარ ჩაუსაფრდა მიკოლაევში ერთ-ერთ კორპუსთან საქართველოს მოქალაქეს და ესროლა. საქართველოს მოქალაქე სიკვდილს გადაურჩა, რადგან ტყვია მანქანის კორპუსს მოხვდა, თავდამსხმელმა კი მეორედ გასროლა ვეღარ მოახერხა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობა დაგეგმილი იყო ანგარებითი მოტივით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფთან ერთად და რუსული სპეცსამსახურების პირდაპირი დაკვეთით" | აცხადებს გამოძიება.

ქართველი, რომლის მკვლელობასაც ФСБ გეგმავდა, უკრაინაში მებრძოლი გიორგი ფარცვანიაა "14 იანვარი 2026 წელი, ეს ის კადრებია როცა მესროლეს, არცკი დავიბენი, 3 მეტრიდან ამაცილა პირველი ტყვია, სურათში ჩანს როგორ გამიმართლა" | წერს ფარცვანია სოციალურ ქსელში და თავდასხმის დღეს გადაღებულ ფოტომასალას ავრცელებს.